უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ორი ფრთოსანი რაკეტა კალიბრი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცეკებს.
"საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოვაგდეთ რუსების ორი ფრთოსანი რაკეტა კალიბრი, რომლებიც ოკუპანტებმა შავი ზღვის აკვატორიიდან ისროლეს. ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ ხერსონის ოლქში, მეორე კი მიკოლაევში", - ამბობენ სარდლობაში.
რუსეთმა უკრაინაშ ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარე წლის 24 თებერვალს, გამთენიას დაიწო. პუტინის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი მოქალაქე კი ლტოლვილად იქცა.